დავით ნარმანიამ ქრისტიანულ კონფესიებს შობა მიულოცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის მრევლს შობა მოილოცა.
დავით ნარმანია კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად დაესწრო, რის შემდეგაც შობის დღესასწაული მთავრობის წევრებთან ერთად “ორმოცდაათიანელებს” მიულოცა.
“მოვედით, რათა მოგილოცოთ და თქვენთან ერთად გავიზიაროთ ქრისტეშობის დღესასწაული, რომელიც ისევე, როგორც მაცხოვრის აღდგომა, ყველა ქრისტიანს გვაერთიანებს. შობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პირველწყარო, დასაწყისი და დასაბამი ქრისტიანული რწმენისა. შობის სასწაულით იწყება უფლის განკაცება. ეს ის დღეა, როცა სამყარო ერთად ზეიმობს, როცა კეთილმა სძლია ბოროტს. ჩვენ ვართ ერთნი და ამ ერთობით მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ”,- მიმართა დავით ნარმანიამ კათოლიკური ეკლესიისა და „ორმოცდაათიანელების“ მრევლს და მათ ერთიანობა და სულის სიმტკიცე უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები