ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანგარიში წარaდგინა – მინისტრი პრეზენტაციას არ დაესწრო
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა. უწყების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, ისაუბრა. პრეზენტაციას მინისტრი დავით შავლიაშვილი არ ესწრებოდა. ამაშუკელის განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
როგორც პრეზენტაციისას მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, 11 თვის მონაცემებით, სამინისტრომ აითვისა 755 მილიონი ლარი და წლის ბოლომდე ბიუჯეტის ათვისება 95%-ით შესრულდება.
დღესვე დასახელდა წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შორის მოხვდა ქუთაისის შემოვლითი გზის 32 – კილომეტრიანი მაგისტრალი და ჩქაროსნული მაგისტრალი რუისის მიმართულებით.
როგორც ცნობილია, მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარამდე იქნება, საიდანაც თანხის უდიდესი ნაწილი გზების მშენებლობაზე დაიხარჯება.