ირაკლი ალასანია ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, დღევანდელ დღეს ულოცავს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ქრისტიანებს, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ამ დღეს ულოცავს. “გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს ზეიმს, განსაკუთრებით კი ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე იმედის და უკეთესი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ოჯახისათვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს”, – აღნიშნულია ირაკლი ალასანიას მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები