პატრიარქის აღსაყდრებიდან 37-ე წელი შესრულდა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 37-ე წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ტარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.