თეა წულუკიანი: რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების გაფორმება ცხინვალის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანი შეფასებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმების გაფორმება უკვე ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო აღნიშნულს არასოდეს შეეგუება.
“ეს უკვე ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით იქნება დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საქართველო არასდროს შეეგუება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ.