საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეთანხმება ანექსიის მცდელობაა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდებს, რათა რუსეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება არ გაფორმდეს.
საგარეო იწყების თანახმად, ახალი შეთანხმების პროექტი რუსეთის მიერ საქართველოს მიზანდასახული ანექსიის მცდელობაა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადების თანახმად, ახალი ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტი მზად მომდევნო წლის იანვარში უნდა იყოს. სურკოვის თქმით, ხელშეკრულების მიზანი უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროებში ინტეგრაციის გაღრმავებაა.
პროექტის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებული „საზღვრის“ დაცვას რუსეთს გადასცემს