საქართველოს საგარეო უწყება მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეგობარ ქვეყნებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ უწყების სპიკერმა დღეს განაცხადა. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატულება.
“კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ამით არაფერი არ მთავრდება. მუშაობა გრძელდება, ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დროული, სწორი ინფორმაცია მიეწოდოს ყველა ფორმატში”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე. წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის საკითხზე ქართული მხარე მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები