მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

საქართველოს მთავრობა ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჩილესთან და გვატემალასთან შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩილეს შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები უვიზო მიმოსვლით 2013 წლიდან სარგებლობენ.
საქართველომ სავიზო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გაამკაცრა, რის შედეგადაც საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და, 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, რომელთა შორის იყო სწორედ ჩილე და გვატემალა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები