საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, 4:43 საათზე, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე იყო.
როგორც “კვირას“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, საქართველოში ბიძგების სიმძლავრე დაახლოებით 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა და ყველაზე მეტად ყვარელში იგრძნობოდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები