მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. როგორც “კვირას“ უწყებიდან აცნობეს, თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (ქალთა №5 დაწესებულება, არასრულწლოვანთა №11 სპეციალურш დაწესებულება, ქსნის №15 დაწესებულება, რუსთავის №17 დაწესებულება) მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან. “მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოპამნით სარგებლობა, მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთია. ვიდეოპაემნის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა პრობაციის ბიუროებში წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი”, – აცხადებენ სამინისტროში.