ლევან მახაშვილი: ის პროცესი, რომელიც ახლა მიდის, რომ რაღაც ფორმით საფრთხე შეუქმნან ქვეყნის მიღწევებს, ჩემთვის მოულოდნელი არ არის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოპოზიციის მიერ საიდუმლოდ გაგზავნილ წერილს “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი ეხმაურება.
ის პროცესი, რომელიც ახლა მიდის, რომ რაღაც ფორმით საფრთხე შეუქმნან ქვეყნის მიღწევებს, რაზეც სახელმწიფომ ამდენი წელი იმუშავა და ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, ჩემთვის მოულოდნელი არ არის.
რა თქმა უნდა ეს ის საქმიანობა არ არის, რომელსაც პატრიოტი პოლიტიკური პარტიები უნდა აკეთებდნენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.