მეშინია, საახალწლო განათების გამორთული ნათურა თავში არ დამეცეს – მერის მოადგილე გრიგოლიას პასუხობს

“ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციის“ წამყვანი დაინტერესდა, რატომ არის თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებებზე სპეციალური მანათობლების ნაწილი გადამწვარი.
“ქუჩაში რომ გავივლი, სულ მეშინია, გამორთული ნათურა თავში არ დამეცეს, რა ხდება?“- ინგა გრიგოლიამ ამ კითხვით დედაქალაქის მერის მოადგილეს ალუდა გოგოლიჩიძეს მიმართა. როგორც გოგოლიჩიძემ განმარტა, “ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც მერიას დახვდა“. მისი თქმით, ტენდერი, რომელსაც ის კომპანია უნდა გამოევლინა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა, ჩავარდა. დედაქალაქის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ განმარტა, თუ რატომ არის გადამწვარი ქუჩებში საახალწლო განათებების ნაწილი.
“ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა და, სამწუხაროდ, ტენდერი, რომელსაც უნდა გამოევლინა ის კომპანია, ვისაც უნდა შეეკეთებინა, ჩავარდა და ამ ყველაფერს ტექნიკური მიზეზები აქვს“, – აღნიშნა გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები