ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეიტ პენტუს-როსიმანუსმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. ესტონელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ გმობს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნანახმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებელია ამ თემის საერთაშორისო ორგანიზაციებში განხილვის გაგრძელება, რომ ის არავის დაავიწყდეს. საქართველომ უნდა აღიდგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა რეაგირება მოჰყვება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაგმო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება და ასე მოხდება ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც. „რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებას, რასაც ჩვენ უკრაინის მაგალითზეც ვხედავთ. როცა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაგირება და ერთობლივი ძალისხმევა, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები