“ქართული ბრენდის დღე 2014“ -ის ფარგლებში საუკეთესო ქართული ბრენდები და პერსონები დაჯილდოვდებიან

24 დეკემბერს, „ქართული ბრენდის დღე 2014“ გაიმართება. მე-12 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ წარმოგიდგენთ. ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერას, რამდენიმე მედიასაშუალებასთან ერთად, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ გაუწევს.
ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად გამოიკვეთა. 12- წლიანი ისტორიის მანძილზე კი უკვე 500 -მდე ქართული ბრენდი დაჯილდოვდა.
„ქართული ბრენდის დღის“ ნომინაციები იქნება: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდპერსონა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან ბრენდპერსონებიც და ტელეპროექტებიც.
გამარჯვებულ კომპანიებს, პერსონებსა და ტელეპროექტის ავტორებს, პრიზებს და საჩუქრებს, ორგანიზატორი სააგენტოს გარდა, სპონსორებიც გადასცემენ.
პროექტის პარტნიორები აისო საერთაშორისო ხარისხის სერტიფიცირების კომპანია „დეა იტალია“; “European and Georgian Organization “(EGO); ხოლო სპონსორები: საიუველირო კომპანია „დელფოსი“, სარეკლამო კომპანია –„პანორამა“, „კარამბოლა“, მისტერ შავიტი, სპორტკომპლექსი „არენა“; „თენო ტექსტილი“ არიან. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერას „იმედი“,“GDS“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „Tv3“ , „საპატრიარქოს ტელევიზია“, „რადიო ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, ჟურნალი „სარკე“, ჟურნალი „ბომონდი“, გაზეთი „პრაიმტაიმი“, „ინფო 9“ და საინფორმაციო პორტალი „კვირა“ უზრუნველყოფს. 2014 წლის მთავარი ბრენდების ვინაობა 24 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები