ეკა ბესელიას კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო მდივნებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს

საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერების ფარგლებში, ხვალ, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო მდივნებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. როგორც „კვირას“ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან აცნობეს, ერთობლივ სხდომაში მონაწილეობენ კომიტეტის წევრები და სხვადასხვა სამინისტროების საპარლამენტო მდივნები. შეხვედრაზე განიხილება კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების გეგმები, თუ რა საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და წარდგენას აპირებენ 2015-2016 წლების განმავლობაში, რომლის განხილვაც მოხდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო ,,ამბასადორში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები