თეა წულუკიანი: პუტინი მე რომ არ მელოდება, ზუსტად ვიცი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, პუტინისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის შემთხვევაში პრიორიტეტი საქართველოს ინტერესები უნდა იყოს.
„პუტინი მე რომ არ მელოდება, ზუსტად ვიცი. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, პუტინის განცხადება ზოგადია. ერთადერთი ფორმატი, რაც არსებობს, ეს არის პროცესი ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით. ალბათ იქ უნდა შეთანხმდნენ, თუ სად და როდის უნდა შედგეს ეს შეხვედრა, თუ საერთოდ შედგება. თუკი ეს შეხვედრა შედგება, მთავარი უნდა იყოს საქართველოს ინტერესები და ის პრობლემები, რაც ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო გვაქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები