ბოდბისხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბოდბისხევში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1.2- კილომეტრიან მონაკვეთზე დაასრულა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ძველი მონაკვეთების დემონტაჟი, ასევე ნაპირებისა და ფსკერის რკინა-ბეტონის ახალი კონსტრუქციით მოპირკეთება მოხდა.
ამ სოფელში ნაპირსამაგრი სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. დაზიანებული იყო ბოდბისხევის ორივე ნაპირი, რის გამოც ხევებიდან მოვარდნილი წყალი საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივთა საცხოვრებელ სახლებსა და არსებობდა დატბორვის საშიშროებაც. უახლოეს პერიოდში დარჩენილი ნაწილის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება და საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაც იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება. განხორციელებული პროექტი დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.