უკრაინაში შეტაკებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა გაავრცელა.
არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქე სეპარატისტებთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა გუშინ ღამით განხორციელდა, როდესაც დასახლებულ პუნქტ „Счастье“-ს საავადმყოფოს ტერიტორიაზე დივერსანტები სასწრაფო დახმარების მანქანით შეიჭრნენ.
ინფორმაციის გადამოწმებას “კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეეცადა, როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ წუთებში აღნიშნულის გადამოწმება ხდება და ოფიციალურ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები