როსიმანუსი: საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საშინაო დავალებებს შესანიშნავად ასრულებს

საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საშინაო დავალებებს შესანიშნავად ასრულებს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქეით პენტუს-როსიმანუსის თქმით, იმედია, რომ რიგის სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. “რამდენადაც თქვენ საშინაო დავალებას შესანიშნავად ასრულებთ, რა თქმა უნდა, იმედი არის, რომ რიგაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაძლოა, ნამდვილად განხორციელდეს, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს გადაწყვეტილება თქვენი ხალხისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ქეით პენტუს-როსიმანუსმა. მისივე თქმით, საქართველოს მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკევე დასრულებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები