გიორგი მარგველაშვილი: დარწმუნებული ვარ, საერთო ჯამში, საქართველო ბალანსს იპოვის
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტში შერჩევით სამართალთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, საერთო ჯამში, საქართველო კანონებისა და პროცედურების დაკვირვებით სწორი ბალანსის პოვნას მოახერხებს.
„რეზოლუციაში საუბარია ბევრ საკითხზე, მათ შორის შერჩევითი სამართლის საკითხებზე. მადლობა ჩემს ევროპელ კოლეგებს, რომ ბევრი იდებატეს და იცნობენ იმ საკითხებს, რაც მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენ ამ კომენტარებს და, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყანამ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგა. რა თმა უნდა, ვითარება საქართველოში არ არის მარტივი, რადგანაც ხელისუფლების ცვლამ მოიტანა გარკვული ცვლილებები, განსაკუთებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დრო სასამართლოებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლო ჯამში, ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირდებათ. ევროპარლამენტარების განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე მას ყურადღებით ვუსმენ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესის დასრულებას დრო სჭირდება. კანონებისა და პროცედურების დაკვირვებით ჩვენ მოვახერხებთ სწორი ბალანსის პოვნას”, – განაცხადა გაიორგი მარგველაშვილმა.