„ევროპარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიკაცია სხვა ქვეყნებისთვისაც დადებითი იმპულსი იქნება“
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია სხვა ქვეყნებისთვისაც დადებითი იმპულსი იქნება, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უკვე 10 ქვეყანაა, რომელთაც მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება. რჩება 18 ქვეყანა, რომელმაც ეს პროცესი უნდა გაიაროს. იმედი გვაქვს, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები გახდება დადებითი იმპულსი ამ ქვეყნებისთვის. საბოლოო რატიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ ძალაში შევიყვანთ ყველა ხელშეკრულებას, რომელიც ორმხრივია ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში დაეხმარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანამ ვიზა ლიბერალიზაციის პირველი ფაზით აღებული ვალდებულებები წარმატებით შეასრულა და მეორე ფაზასაც წარმატებით გავდივართ.