გიორგი მარგველაშვილი: დღევანდელი დღე ჩემი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ვაღრმავებთ ევროპული ოჯახისკენ სვლას

ასოცირების შეთანხმებით, საქართველო მოიპოვებს ახალ ინსტრუმენტებს, რომ გააღმავოს ევროპული სტრუქტურებისკენ სვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა დღევანდელ დღეს ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი დღე უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ოჯახისაკენ სვლას აღმავებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემი ერისთვის, ვაღრმავებთ ევროპული ოჯახისკენ სვლას, ვაღრმავებთ იმ ნაბიჯებს, რომელთაც ემოციურად და კულტურულად მრავალი თაობა იზიარებს. ამ ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკურად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყო. ჩემი ქვეყნის ყველა ლიდერი – გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი ამ იდეის მომხრე იყო და ისევე ჩვენი მმართველობისასაც გვსურს ეს ნაბიჯები უფრო გაღრმავდეს და საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები.
ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, იყო გართულებები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს უნდა გადაელახა. მინდა მადლობა გადავუხაოდ ყველა ლიდერს და ყველა იმ ერს, რომლებმაც შექმნეს ურთიერთობის ამგვარი ფორმები, ასოცირების შეთანხმებით, საქართველო მოიპოვებს ახალ ინსტრუმენტებს, რომ გააღმავოს ევროპული სტრუქტურებისკენ სვლა, ასევე, ევროპა ისარგებლებს ქვეყნისგან, რომელიც რეგიონში პარტნირობისკენ არის მობილიზებული, რომელიც მიმართულია გააღრმავოს მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში და მის მიღმა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ როლის თამაშს მომავალში იმ გადმოსახედიდან, რომ ვართ ევროპული ქვეყანა “, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები