ემზარ კვიციანი მისი საქმის პროკურორების აცილებას ითხოვს

„ ემზარ კვიციანი მისი საქმის პროკურორების აცილებას ითხოვს“,- აღნიშნული განცხადება ემზარ კვიციანის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადვოკატის განცხადებით, ამ მოთხოვნის მიზეზი პროკურორების პოლიტიკური ანგაჟირებულობა გახდა.
„ემზარ კვიციანი ითხოვს, მოხდეს მისი საქმიდან პროკურორების: თენგიზ ხარებავასა და თენგიზ ჭითანიშვილის აცილება. ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო უკანონო გასამხედროებული ჯგუფის შექმნასა და 2006 წელს კოდორის ხეობაში ამბოხის მოწყობაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კვიციანის მხარემ განაჩენი უკვე გაასაჩივრა და უახლოეს პერიოდში სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები