ირაკლი ღარიბაშვილი პაკისტანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პაკისტანელ კოლეგას ქალაქ პეშავარში სამხედრო საჯარო სკოლაში განხორციელებული ტერაქტის გამო სამძიმარს უცხადებს. პრემიერმა აღნიშნულთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი უკვე გაგზავნა.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ 2014 წლის 16 დეკემბერს პაკისტანის ქალაქ პეშავარში სამხედრო-საჯარო სკოლაში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის 132 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში ჩვენ პაკისტანელი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების ტკივილსა და დიდ მწუხარებას”, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.