ივანიშვილი: „ცხოველთა ფერმა“ ძალიან შეესაბამებოდა სააკაშვილის პოლიტიკას (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯორჯ ორუელის ნაწარმოებები: “1984” და “ცხოველთა ფერმა” მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას შეესაბამება. ამის შესახებ ივანიშვილი ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში: “მშვიდობით, იარაღო” საუბრობს. გადაცემა პირველი არხის ეთერში კვირას გავა, თუმცა მანამდე მის ფრაგმენტს ბაბლუანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
“1984“ ძალიან შეესაბამებოდა სააკაშვილის პოლიტიკას, “ცხოველთა ფერმაც” – ორივე ესადაგება. როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და მე ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა, რომ „ცხოველთა ფერმა“ წაუღეო, მაგათი ნიშნები ემჩნევათო. მარკ ტვენის გუბერნატორის არჩევნები დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას. ახლა ნიცშეს ვკითხულობ, ნიცშეს კრიტიკას ვკითხულობ, მის მოღვაწეობას, მას ადამიანზე ძალიან ბევრი აქვს დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, მომავალში აპირებს, რომ თვითონაც დაწეროს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=6tonBvuj5QA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები