კახა კალაძე: უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველო გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. “ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ის, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, კიდევ ერთი სერიოზული განაცხადი იმისა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ქართველი ხალხის იმ გადაწყვეტილებას, არჩევანს, რასაც ჰქვია ევროკავშირის დიდი ოჯახი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება, საქართველო გახდეს ამ დიდი ოჯახის წევრი”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები