ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს განახორციელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. მანამდე, 17 დეკემბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თაობაზე დებატები შედგება.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 10-მა ქვეყანამ – რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, მალტამ, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა, ხორვატიამ მოახდინა. ევროპარლამენტმა უკრაინასა და მოლდოვასთან შეთანხმების რატიფიცირება უკვე განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები