უკრაინული მედია: სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის გენერალური პროკურორი გახდეს
მითქმა-მოთქმა მიხეილ სააკაშვილის პერსონის ირგვლივ უკრაინაში არ წყდება. უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი შესაძლოა, უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნოს.
სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკრაინაში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა კი აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის დანიშვნის შემთხვევაში რეფორმები უკრაინაში შედგება. უკრაინული მედია წერს, რომ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში რეფორმატორის სახელით უნდა შევიდეს და იგივე, შესაძლოა მოხდეს უკრაინაშიც.
გარდა ამისა, პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ბევრი მოქმედი ჩინოვნიკისთვის სააკაშვილი ყველაზე საშინელი სიზმარია, რადგან ყველას ესმის, რომ ეს ადამიანი მუხრუჭების გარეშეა და მის დროში ციხეში იჯდება ყველა, ვინც სახელმწიფოს ფულს გამოიყენებს.