2015 წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარების ოდენობა 6 მილიონი ლარით გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფა 64 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებები კი 6 მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.
“მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფა 64 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებები კი 6 მილიონი ლარით გაიზრდება. ერთი მხრივ, საპენსიო უზრუნველყოფა მილიარდ 390 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სოციალური დახმარებები – 631 მილიონ ლარს. ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებზე 470 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე 186 მილიონი, 31 მილიონი ლარი მოხმარდება სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციას“, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები