ნოდარ ხადური: სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება
სკოლების ვაუჩერული დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება და 430 მილიონი ლარი გახდება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულსხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში საგანმანათლებლო სფეროსთვის 853, 9 მეათედი მილიონი ლარი გამოიყოფა.
“მნიშვნელოვანია ის, რომ 20 მილიონი ლარი მოხმარდება პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფას, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციას და აღჭურვას – 70, 6 მეათედი მილიონი ლარი, მოსწავლეების წიგნებით უზრუნველყოფისათვის 16 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, პროფესიულ სასწავლებლებზე – 26, 5 მეათედი მილიონი, სტუდენტთა სასწავლო და სამაგისტრო გრანტებისთვის – 82, 7 მეათედი მილიონი ლარი, მეცნიერების ხელშეწყობისათვის – 60, 5 მეათედი მილიონი ლარი, ხოლო ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში 48,8 მეათედი მილიონი ლარი დაიხარჯება უმაღლესი, საშუალო და პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციისათვის“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.