„კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ „ნაცების” ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ“

კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ „ნაცების” ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიუჯეტმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუწყოს.
„ჩვენი მიზანია ზრუნვა მოსახლეობაზე, განათლებაზე და სოფლის მეურეობაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯები იზრდება, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიუჯეტმა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და იზრუნოს ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. 5-პროცენტიანი ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალია”, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები