ირაკლი ალასანია ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა. “თავისუფალი დემოკრატების” ცნობით, ალასანიამ და ზანიერიმ შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მინდინარე მოვლენებზე, OSCE-დან და დასავლეთიდან საქართველოსთვის უფრო ქმედითი დახმარების აღმოჩენაზე. საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის მცდელობის საკითხი.
ლამბერტო ზანიერიმ და ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაზე.