გოგა ხაიდრავა: უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნა მხოლოდ რუსეთს აწყობს

რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენი სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა და თუ მას უკრაინის მთავრობაში დანიშნავენ. ეს იქნება დასტური, რომ იქ ძალიან სერიოზული რუსული გავლენაა. გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ უკრაინაში წამყვან თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
“ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იქნება იმიტომ, რომ უკრაინაზე მეგობრული ქვეყანა ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია. გული შეგვტკივა უკრაინაზე და უკრაინელ ხალხზე. სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენი სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა, და თუ ასეთი განაჩენის მქონე ადამიანს უკრაინის მთავრობაში დანიშნავენ, ე.ი. იქ ძალიან სერიოზული რუსული გავლენაა. ერთადერთი, ვისაც მსგავსი სიგიჟე და აბსურდი აწყობს, რუსეთია. ამით, ბუნებრივია, ორი ქვეყნის ურთიერთობა გართულდება, ისევე როგორც ხალხებს შორის ურთიერთობა გართულდება, რაც ბევრად უფრო უარესია იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ამას ვერ გაიგებს და აბსოლუტურად მართალიც იქნება. ეს ადამიანები იძებნებიან საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გამო. თუ უკრაინა ჩათვლის, რომ საქართველოში ძებნილი ბანდიტები, ადამიანები, ვინც საქართველო აწამეს და ფაშისტური რეჟიმი ჩამოაყალიბეს საკუთარ ხელისუფლებაში უნდა გაამწესონ, ეს ასე ვთქვათ, ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება”, – განაცხადა ხაინდრავამ.
უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები