ქუცნაშვილი: სააკაშვილის მიზანია, საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობა დაძაბოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრების თანამდებობზე დანიშვნის განხილვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პროვოკაციაა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბოს.
„მე ვფიქრობ, რომ მიშას მორიგი პროვოკაციაა, რადგან ის პროვოკაციის და პროვოცირების დიდოსტატი გახლავთ. მას სურს, რომ ჩვენ რაიმე ფორმით დაგვეძაბოს ურთიერთობა მეგობარ უკრაინის მთავრობასთან. ჩემის აზრით ეს მის მიერ ანგაჟირებული თემაა. პროშენკოს საკანონმდებლო ინიციატივას მიაბა თავისი სურვილი, რომ გახდეს უკრაინის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა „იმედის“ ეთერით.