„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან და მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. გაფიცულები სახელფასო სქემის გადახედვას, ტესტირების სისტემის გაუქმებას და პრემიების სისტემის გაზრდას ითხოვენ. სამუშაო პროცესი შეფერხებულია თბილისის მახარისხებელ დეპოში, ასევე რამდენიმე რეგიონულ განყოფილებაშიც. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ რკინიგზელების უმრავლესობა არ იფიცება და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
მათი ინფორმაციით, დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები