ნარიშკინმა დალია გრიბაუსკაიტეს სააკაშვილის „ბედი“ უწინასწარმეტყველა

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს ანტირუსული გამონათქვამების გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ეწევ, -. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. ნარიშკინის აზრით, გრიბაუსკაიტე, რომელმაც რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა, ერთი „პოლიტიკური პერსონაჟის“ – მიხეილ სააკაშვილის მსგავსად მოიქცა, რომელიც ასევე მკვეთრი ანტირუსული განცხადებებით იყო ცნობილი.
„სად არის დღეს? დღეს საქართველოში ის განდევნილად ითვლება და მისთვის ხელის გაწოდება არავის სურს“, – განაცხადა ნარიშკინმა. დუმის თავმჯდომარე თვლის, რომ გრიბაუსკაიტეს თავისი გამონათქვამებით სურს, რომ „მასპინძლებს“, ნაციონალ-რადიკალებს, ნეონაცისტებს და „სხვა მარგინალებს“ მოეწონოს, – წერს „იტარ-ტასი“. ნარიშკინმა არ დააკონკრეტა, თუ ვის უწოდა „მასპინძელი“. შეგახსენებთ, რომ ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთი რამდენიმეჯერ ტერორისმში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყებამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ გრიბაუსკაიტემ კიევში რადიკალი ნაციონალისტების მიერ გაკეთებულ ექსტრემისტულ განცხადებებსაც გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები