პარლამენტში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების ტექსტზე იმსჯელებენ

      საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმების შესახებ რეზოლუციის ტექსტზე დღეს სესიაზე იმსჯელებს.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა გუშინ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
კანონმდებლებმა რეზოლუციის ორ ვარიანტზე იმსჯელეს. მთავარი საკითხი, რომელზეც უმრავლესობა და უმცირესობა ვერ თანხმდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარება და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმებაა.
რეზოლუციის ტექსტის განსხვავებული ვერსია წარადგინეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ისინი ჟენევის მოლაპარაკებების რიგგარეშე რაუნდის გამართვასა და მასზე აფხაზეთის საკითხის განხილვას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები