„ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესობუდსმენად ინიშნებოდა“

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესობუდსმენად ინიშნებოდა.
„ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესობუდსმენად. ეს იყო ევრობანკის პროექტი და საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ დევნას საზღვრებს გარეთ აგრძელებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქმედი მთავრობა მზად არის, ოპონენტებთან ბრძოლის გამო უმნიშვნელოვანესი პარტნიორები დაკარგოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები