შს მინისტრი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაართან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტოივო კლაარს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.