გედევან ფოფხაძე: კოლეგების მიერ დასმული ზოგიერთი შეკითხვა გამომწვევი იყო

ზოგიერთი კითხვა იყო გამომწვევი, – ასე შეაფასა კოლეგების მიერ დასმული შეკითხვები დეპუტატ გედევან ფოფხაძემ, რომელმაც ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილთან ერთად მომზადებული კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენებზე წარადგინა.
„ზოგიერთი კითხვა იყო გამომწვევი. ისეთი, რომელსაც მე ჩემს კოლეგას არ ვაკადრებ. ვფიქრობ, გარკვეულწილად უნდა დავიცვათ კორექტულობის ნორმები”, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისივე განმარტებით, განსხვავებულ აზრს პატივს სცემს, მაგრამ ქვეტექსტებით იმაზე მინიშნება, რომ ვინმეზე ნაკლები პატრიოტია, მართებულად არ მიაჩნია.
“იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, მე ქვეტექსტებით რატომ უნდა მიმანიშნო, რომ ვარ იმაზე უარესი, ვიდრე შენ ხარ?”, – აღნიშნა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები