“კა-გე-ბე და კაგებეშნიკობა უარყოფითი დატვირთვის სულაც არ არის” – ვიდეო

პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბეს“ შეადარა.
„კვირას“ კითხვაზე, რამდენად პატრიოტულია პოლიტოლოგის მხრიდან კონტრაზვერვის სამსახურსა და „კა-გე-ბეს“ შორის პარალელის გავლება, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „კა-გე-ბე“ და „კაგებეშნიკობა“ უარყოფითი დატვირთვის სულაც არ არის. შესაბამისად, მსგავსი შედარება, ექსპერტის შეფასებით, სულაც არაა არაპატრიოტული.
მისი განცხადებით, ეს იყო ორგანო, რომელიც მართლა „საქმის მკეთებელი“ იყო.
„კა-გე-ბე“ ყოველთვის საქმის მკეთებელი ორგანო იყო, თუმცა ყოველთვის კარგს საქმეს ნამდვილად არ აკეთებდა. „კა-გე-ბეს“ მსგავსი დაწესებულებაა კონტრდაზვერვის სამსახური, სადაც მუშაობდა ბატონი მინდია ჯანელიძე. „კა -გე -ბეს“ გარდა სხვა ორგანოსთან კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ვერ ასოცირდება. „კა-გე-ბე“ იყო საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოშიც. ეს მცნებაა და არა უბრალოდ ერთი შენობა. „კაგებეშნიკობა“ მხოლოდ ნეგატიური აზრის და დატვირთვის მქონე არ გახლავთ“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zbGKu89rvvM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები