თამარ ბერუჩაშვილს მინისტრის პოსტზე დანიშვნა ლიტველმა კოლეგამ მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის ლიტველ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა თამარ ბერუჩაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ლინას ლინკევიჩიუსმა საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავრობას აღუთქვა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.
სატელეფონო საუბრისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარემ გამოთქვა სურვილი კოორდინაცია გაუწიოს ბრიუსელში ასოცირების საბჭოს ფარგლებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზაობა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა მიაწოდოს ჩვენს პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიტველ კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი უცვლელია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები