რას აპირებს “ნაცმოძრაობა” 15 ნოემბერს – პარტიაში განმარტება გაკეთდა

“ნაციონალური მოძრაობა” 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს. გიორგი ვაშზის განცხადებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრები რუსთაველის გამზირზე რუსეთისგან მოსალოდნელი ანექსიის და რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბებიან.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმისთვის, რომ შევაჩეროთ ანექსია, რომელიც მოდის აგრესიულად რუსეთის მხრიდან. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გამოვაფხიზლოთ საქართველოს მთავრობა, რადგან საქართველო დაივიწყა მთელმა მსოფლიომ უნიათო საგარეო პოლიტიკის გამო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის პარალელურად, აქციები საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები