ფალსიფიცირებული სასმელის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2014 წლის 18 თებერვალს, ფალსიფიცირებული ვისკის და ღვინის დამზადება – რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები: გიორგი კიკნაველიძე და ფარილ ჯაფარლი დააკავეს. ამავე დანაშაულის ფაქტზე მოქალაქე ოლეგ არტიუხოვი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა კუსტარულად მოწყობილ საამქროში ანგარების მოტივით დაამზადეს და გაასაღეს ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები, ქინძმარაულის და საფერავის სახეობის ღვინოები და ვისკები. ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნულ სასმელს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და ისინი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის I ნაწილით და 1971 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე ვადით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.