შსს-მ 30 წლის მამაკაცი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჯავშანჟილეტი, ბინოკლი, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 10 საბრძოლო ვაზნით, ასევე, „კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 58 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).