ანაკლიაში სასტუმროს დირექტორი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ანაკლიაში მდებარე სასტუმროს “ოქროს საწმისის” დირექტორი გიორგი წურწუმია დააკავეს. დაკავებულის შვილის განცხადებით, მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, საღამოს 21:00 საათზე კი ოჯახის ახლობელს საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და დაკავების შესახებ შეატყობინეს. ოჯახის წევრებისთვის უცნობია დაკავების მოტივი. მათი განცხადებით, გიორგი წურწუმია თბილისშია გადაყვანილი.