„ბიოპლანით" თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. დაახლოებით 20 წლამდე ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უგონო მდგომარებაში მყოფი გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.