ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა 10 მარტს ჩაინიშნა

  საქართველოს სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა 10 მარტისთვის ჩაინიშნა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი განიხილა. საქმე ეხება ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამების ეპიზოდს, რომელშიც საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული პირები უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. დაცვისა და ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები