მერიის თანამშრომლები ტესტირების შედეგებს ასაჩივრებენ

მერიის თანამშრომელთა ატესტაციის პირველი ეტაპის შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ დროისთვის ხუთი საჩივარია შესული. განცხადებების მიღება დღეს სრულდება. უკვე ხვალიდან განხილვები სააპელაციო სასამართლოში დაიწყება. სწორედ ამის შემდეგ დანიშნავს მერია ტესტირების მეორე ეტაპს – გასაუბრებას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის განცხადებით, სულ 485 ადამიანი გამოცხადდა, პირველადი მონაცემებით ბარიერი 195-მა გადალახა.
“დღეს სრულდება განაცხადების შემოტანა და ამის შემდეგ სააპელაციო პროცედურა დაიწყება. საბოლოო შედეგები სამ დღეში გახდება ცნობილი“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.
ცნობისთვის, საერთო მონაცემებით, პირველ ტურში 485-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, მათგან მინიმალური ზღვარი 290-მა ვერ გადალახა, რაც მონაწილეთა 60 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები