სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უახლოეს დღეებში დასრულდება
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შალვიაშვილი რეგიონებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ძირითადი დაზიანება აჭარასა და გურიაში დაფიქსირდა.
„დასავლოეთ საქართველოში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად რამდენიმე დაზიანებული ადგილია. ძირითადად, დაზიანებები ჭარასა და გურიაშია. მახინჯაურის გვირაბთან მეწყერის საკმაოდ დიდი მასა იყო ჩამოსული. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და ღამის ორ საათზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა“, – განაცხადა მინისტრმა.